“მიუხედავად საოცარი ზეწოლისა, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ემორჩილება ერთადერთ სუვერენს – ქართველ ხალხს” – სოზარ სუბარი
“ოპოზიცია მორიგ ჯერზე გამტყუნდა როგორც თავისი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა “იმედის კვირას” განუცხადა.
“12 წელია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ იმუქრება, რომ საქართველოში არმაგედონს მოაწყობს. საბოლოოდ, არმაგედონს უწყობს თავის თავს.
გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ საფრთხეები ავარიდოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი აგური დაიდო. მიუხედავად საოცარი ზეწოლისა – როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნიდან გარე აგენტურის მოწყობილი აურზაურისა, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ემორჩილება ერთადერთ სუვერენს – ეს არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.