“რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე” – ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

“საერთოდ, რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე – ეს მისი როლია, რომელიც თავად არ შეურჩევია, განუსაზღვრეს”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.

ღარიბაშვილმა პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა – „ქართულ ქარტიაზე”  ისაუბრა.

“ჩვენ კარგად ვხედავთ, რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო. ოპოზიციურ პარტიებს თავმოყვარეობა საერთოდ დაკარგული აქვთ. ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს „რეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ, დღეს მის გარშემო გაერთიანებული არიან, თავად ჩაანაცვლეს თავიანთი ბელადი ახალი ბელადით – სალომე ზურაბიშვილით და რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. მე მოვისმინე მისი ეს ახალი შეთავაზება, რომ ჯერ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს არჩევნები ამ ქაოსმა, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს – „ომის გაერთიანებებმა“ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა – რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები