“როგორ შეიძლება, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობდეს ადამიანი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი; ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს” – ღარიბაშვილი
“როგორ შეიძლება, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობდეს ადამიანი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი. ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ხაზარაძემ ჩააგდო ეს პროექტი, ვერ ააშენა პორტი. 5-6 წელი გავიდა, ელოდა სახელმწიფო და ვერ მოიტანა ვერც დაფინანსება. ჩემი ინფორმაციით, თავად 3 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, სხვებს ჩაადებინა, დაღუპა ინვესტორები. სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა! ამის შემდეგ, კაცი წავიდა და დღეს ქვეყანას ედავება მილიარდ 500 მილიონ დოლარს. კაცი, რომელიც ჯერ ძარცვავდა მოსახლეობას მაღალი პროცენტებით, ბინებს ართმევდა, ათასობით ადამიანს ჩამოართვა ბინები, პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული სააკაშვილის მმართველობის დროს. მის ბანკში ხდებოდა გადაფორმება. გაძარცვა უნდა.
ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა და ვაჭრობა აქვს ამერიკას, ევროპას. ვხედავთ, რომ ბევრი ევროპის წამყვანი ლიდერის ვიზიტს ჩინეთში და პირიქით ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს საფრანგეთში და ევროპის შუა გულში. ეს ნორმალურია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.