“ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი, ეს უნდა დააფასოთ” – ღარიბაშვილი

“ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი. დღეს თქვენ თავისუფლად, რომ გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს უნდა დააფასოთ”, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა, გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპასთან. თუმცა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები