“არჩევანი იქნება მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და, მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის” – ღარიბაშვილი
“დღეს დავასრულე რეგიონული ტურნე, დღეს იყო მეათე შეხვედრა. თელავში შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო არჩევნები, რომ პარტია უნდა მოემზადოს და ემზადება ამ არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს”, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენი პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არა მარტო რეგიონს, მთელ მსოფლიოში ვითარდება.
ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი ამ არჩევნებზე. არჩევანი არის ძალიან მარტივი – არჩევანი იქნება მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის. ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის, ვინაიდან მეორე მხარეს ვუყურებთ, რომ არ არსებობს სხვა ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც გარანტირებულად გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მთელი ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დოს ქვეყანას ანგრევდნენ, უზარმაზარი ზიანი მოუტანეს, ისევ სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობასა და ქაოსს. აი, ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს ჩვენი ხალხი მთელი თავისი გამოწვევებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.