“მოვუწოდებ რადიკალურ ოპოზიციას, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნებზე გავზომოთ, ვის აქვს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა” – ღუდუშაური

“პროვოკაციების მიზანი, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობა” დღეს ატარებს, არის, რომ როგორმე ხელოვნურად შეინარჩუნონ ეს მუხტი და მიიტანონ არჩევნებამდე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

“ეს ყოველგვარი დაფარვის გარეშე აქვთ გაცხადებული. მოვუწოდებ რადიკალურ ოპოზიციას, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნებზე გავზომოთ, ვის აქვს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნებზე რადიკალური ჯგუფები საბოლოოდ დამარცხდებიან”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები