“ვაკვირდებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოზღვავებულ ბულინგს, რამაც პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავა” – მათიკაშვილი
“ვაკვირდებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოზღვავებულ ბულინგს, შეურაცხყოფას, რომელსაც ზღვარი არ აქვს და რამაც, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმ განცხადებებმა, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარედან ისმის, რასაც, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ელფერი ადევს. ამ ყველაფრის ფონზე, სამწუხაროა, მაგრამ ძალადობა შობს ძალადობას და პოლარიზაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.