“თუ კარგად წაიკითხავენ და გაიაზრებენ გამჭვირვალობის კანონს, ყველა მიხვდება, რომ ის სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს ინტერესებთან, ასევე ევროპულ სტანდარტებთან” – ბოჭორიშვილი
“თუ კარგად წაიკითხავენ და გაიაზრებენ გამჭვირვალობის კანონს, ყველა მიხვდება, რომ ის სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს ინტერესებთან, ასევე ევროპულ სტანდარტებთან”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„თუ კარგად წაიკითხავენ და გაიაზრებენ ამ კანონს და სწორად გაიგებენ, რა არის ამ კანონის ობიექტური საფუძველი, მე ვფიქრობ, ყველა მიხვდება, რომ მას არათუ საწინააღმდეგო აქვს რაიმე ევროპულ ფასეულობებთან და სტანდარტებთან, არამედ პირიქით, ის სრულად შეესაბამება სწორედ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რისთვისაც ის არის შექმნილი, და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს ინტერესებთან, ასევე ევროპულ სტანდარტებთან. ამერიკულ კანონს ეხმიანება თუ რომელი ქვეყნის კანონის ასლია, შეუძლიათ წაიკითხონ და ეძიონ, სად შეიძლება გავავლოთ პარალელები. თუმცა ყველა კარგად დაინახავს, რომ ყველაზე ნაკლები პარალელი შეიძლება იყოს გავლებული სწორედ რუსულ კანონთან“, – განმარტა დეპუტატმა.