“უცნაურია, დემოკრატიულ ქვეყანაში არჩეული პარლამენტის წევრს რაიმე სანქციაზე ესაუბრო, როდესაც ის თავისი მანდატის ფარგლებში მოქმედებს” – ბოჭორიშვილი

“მარტივად რომ ვთქვათ, უცნაური და არალოგიკურია, დემოკრატიულ ქვეყანაში არჩეული პარლამენტის წევრს რაიმე სანქციაზე ესაუბრო, როდესაც ის თავისი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და ხმას აძლევს ან იღებს კანონს, რომელიც, მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის სტაბილურობისთვის და სტაბილური განვითარებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “ქრონიკაში” ისაუბრა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები და ითხოვენ, ქვეყანას დაუწესდეს ასეთი შეზღუდვა, მიუხედავად, რომ ამას თავისი ტექნიკური და პოლიტიკური პირობები, წესები აქვს და აბსოლუტურად არარელევანტურია საქართველოს შემთხვევაში ამ სიტუაციაში. მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება უვიზო რეჟიმის შეჩერება, ეს ხალხის დასჯაა დამატებით გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსებზე შეიძლება ისაუბრო”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები