“ის დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდში ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მხრიდან, წარმოუდგენელი რაღაც არის დიპლომატიურ ურთიერთობებში” – ბოჭორიშვილი
“ის დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდში ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მხრიდან, წარმოუდგენელი რაღაც არის დიპლომატიურ ურთიერთობებში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “ქრონიკაში” ისაუბრა.
“ერთი ქვეყნის ხელისუფალი მეორე ქვეყანაში ჩადის მეორე ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.
რაც შეეხება ელჩის დაბარებას, ვფიქრობ, რომ ჩვენც შეგვეძლო ძალიან ბევრ შემთხვევაში შეშფოთება გამოგვეხატა ძალიან ბევრი ნაბიჯის გამო, მაგრამ იცავ გარკვეულ ჩარჩოებს, მოქმედებ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების საფუძვლებით და გარკვეულწილად ვცდილობთ ურთიერთობები არ დავძაბოთ. თუმცა, როგორც ვხედავთ, არიან ქვეყნები, რომლებიც არ ერიდებიან მსგავს დამოკიდებულებას ჩვენთან მიმართებით, რაც სამწუხაროა”, – განმარტა დეპუტატმა.