ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უცხოური აგენტის შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
„საქართველო არის პარტნიორი. მე ახლახან ვიყავი საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა. უცხოური აგენტის შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და ამიტომ, ნატოს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.