“ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაეხურათ სადისკუსიო სივრცე, რათა მოქალაქეებს არ გაეგოთ პასუხები იმაზე, თუ რატომ არის ანტიევროპული საქართველოსთვის ის, რაც ევროპაში არის ევროპული” – არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტებმა დისკუსია დახურეს, რათა საზოგადოებას არ გაეგო არგუმენტები და კანონის მიღების მიზანი.
„პრემიერ-მინისტრმა ღია საჯარო დისკუსია შესთავაზა დიპლომატიურ კორპუსს, ახალგაზრდებს, პარლამენტი იყო გახსნილი განხილვებისთვის. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაეხურათ სადისკუსიო სივრცე, რომ მოქალაქეებს არ გაეგოთ პასუხები იმაზე, თუ რატომ არის ანტიევროპული საქართველოსთვის ის, რაც ევროპაში არის ევროპული. ევროკავშირში 15 ქვეყანას აქვს გამჭვირვალობის რეესტრები, ეს არის ევროპული სტანდარტი დღეს, საქართველოში გამჭვირვალობის რეესტრის შექმნა რატომ უნდა იყოს ანტიევროპული?“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “დღის ქრონიკაში”.