შალვა პაპუაშვილი: არ ვიცი, შინაარსი რა იყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში
,,არ ვიცი, შინაარსი რა იყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლიეტუველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება აღნიშნული ქმედების გამო არ შეიცვლება.
„მე მაშინაც ვთქვი, ჩვენ ლიეტუველი, ესტონელი, ლატვიელი ხალხის მიმართ გვაქვს განსაკუთრებული კავშირი და სითბო, თუმცა, როგორც ჩანს, არიან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ვხედავთ, მათ შორის მოქმედი მინისტრი მოგვიწოდებდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ამას სახავდა როგორც ჩვენი ევროპული მომავლის ერთ-ერთ წინაპირობად. მათ რომ ჰკითხოთ, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლებენ თავისი ხალხის და ჩვენი ხალხის მეგობრობას, მაგრამ ჩვენ როგორც გვერდში ვუდგავართ ლიეტუველ ხალხს ასე დავუდგებით გვერდში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, აქედან გამომდინარე, ამაზე არ ვაწყობთ ჩვენს დამოკიდებულებას ლიეტუველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.