შალვა პაპუაშვილი: გამჭვირვალობის ქართულ კანონს სრულად უჭერს მხარს არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა

,,რაც შეეხება გამჭვირვალობის ქართულ კანონს, მას სრულად მხარს უჭერს არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და მხარდამჭერი” – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ესწრებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და უჭერს თუ არა ის მხარს ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ კანონს.

მისივე თქმით, ,, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

„დღეს გვქონდა პოლიტსაბჭოს სხდომა, გვქონდა დაგეგმილი ხასიათის შეხვედრა. მათ შორის, რა თქმა უნდა ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. რაც შეეხება გამჭვირვალობის ქართულ კანონს, მას სრულად მხარს უჭერს არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და მხარდამჭერი და სრულიად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს ამ კანონს მხარს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები