ირაკლი ქადაგიშვილი: ეს განცხადება სპეკულაციურად, ბადრი ჯაფარიძის მითითებით გააკეთა ფონდმა

,,სპეკულაციურად რომ ეჩვენებინათ, რომ ვითომ ამ კანონმა გამოიწვია ბავშვების დაზიანება, ეს განცხადება ბადრი ჯაფარიძის მითითებით გააკეთა ამ ფონდმა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ფონდ „ფეა თრიიზის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ფონდს რეალურად ჰუმანიტარული საქმის გაკეთების სურვილი არ ჰქონია.

„გამოდის, მათ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ჰქონიათ და არა რეალურად ჰუმანიტარული საქმის გაკეთების სურვილი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები