ესტონელმა დეპუტატი – კაია კალასს: მარგუს ცაჰკნას საქართველოში ვიზიტმა დიდი კითხვის ნიშნები დატოვა
ცოტა ხნის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს ეწვია და მისმა საქციელმა დიდი კითხვის ნიშნები დატოვა, – ამის შესახებ ესტონელმა დეპუტატმა, ლაური ლაატსმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს პარლამენტში გამართული დებატების დროს განუცხადა.
„ვგულისხმობ სიტუაციას, როდესაც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იქნება ის საქართველოდან თუ, მაგალითად, ფინეთიდან, უნდა გამოთქვას თავისი აზრი ოპოზიციის აქციაზე კაია კალასის მთავრობის ქმედებების წინააღმდეგ. როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე? მაინტერესებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა წინასწარ განიხილა მთავრობაში საქართველოში ვიზიტის დროს მიტინგზე გამოცხადების გეგმა, თუ ეს სპონტანური ქმედება იყო? […] შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მაქვს პირადი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ მათი კურსი ევროპისკენ გაგრძელდება. მოგეხსენებათ, თქვენმა თანაპარტიელმ, თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები განსაზღვრავს მთავრობასა და პარლამენტს“, – აღნიშნა ლაური ლაატსმა.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ და საზოგადოებას სცენიდან მიმართეს.