ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინს მკაფიო სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურის დაბრუნება არ მოხდება, რაც 1997 წლამდე არსებობდა

ვლადიმერ პუტინის მიზანი საზღვრებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეულად შეცვლაა. – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პუტინის მიზანი ხარკოვის ან აღმოსავლეთით მდებარე რომელიმე ქალაქის აღება არ არის. მისი მიზანი საზღვრებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეულად შეცვლაა“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

მისივე თქმით, დასავლეთმა მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს, რომ ეს არ მოხდება.

„ჩვენ რუსეთს მკაფიო სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურის დაბრუნება არ მოხდება, რომელიც 1997 წლამდე არსებობდა. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, როდესაც მან 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები