“ჩინეთი ვაჭრობს ევროპასთან 780 მლრდ-ს; მისი ტვირთების მცირე ნაწილიც რომ გადმოერთოს ჩვენი მიმართულებით, პორტებიც და რკინიგზაც მთლიანად დატვირთული იქნება” – პაატა კვიჟინაძე
„თუ ჩვენ გვინდა, 100 მლნ-იან ტვირთბრუნვის მქონე პორტი გავაკეთოთ, მაშინ უნდა მოიძებნოს, თუ სად არის ეს ტვირთი. ეს ტვირთი არის ჩინეთში”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
“ჩინეთი ვაჭრობს ევროპასთან 780 მლრდ-ს. მისი ტვირთების მცირე ნაწილიც რომ გადმოერთოს ჩვენი მიმართულებით, პორტებიც და რკინიგზაც მთლიანად დატვირთული იქნება”, – აღნიშნა კვიჟინაძემ.