ლევან სილაგავა: “წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი გასული წლის მოსავალზე, ალბათ, დაახლოებით, 20-30 ათასი ტონით მეტი იქნება”

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, მოსალოდნელია, რომ წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი გასული წლის მოსავალზე 20-30 ათასი ტონით მეტი იქნება.

ამის შესახებ სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ხორბლის მოსავალი რამდენიმე კვირაში საქართველოშიც იქნება. უახლოესი კვირების განმავლობაში მოსავლის აღება დაიწყება. წვიმები მოქალაქეებისთვის, შეიძლება, ძალიან შემაწუხებელი იყო, თუმცა მოსავლის მიმართულებით საკმაოდ კარგი ტენდენცია იყო. საქართველოში კარგი მოსავლის პირობა ჩანს. რამდენიმე კვირას სტაბილური, ნორმალური ამინდი უნდა იყოს იმისთვის, რომ მოსავალი დროულად იქნეს აღებული, დაბინავებული. საქართველოში წინასწარი მონაცემები, ანალიტიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ საკმაოდ კარგი მოსავალი იყოს. ფასის ცოტა მაღლა წასვლა ფერმერებს აწყობთ, რადგან მეტ შემოსავალს მიიღებენ, წინა, რთული სეზონის შემდეგ ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ.
წინა წელს საქართველოში 150 000 ტონა ხორბლის მოსავალი იყო, რაც სტატისტიკით ვიცით. წელს ალბათ, დაახლოებით, 20-30 ათასი ტონით მეტი იქნება. ეს წინასწარი მონაცემებია. ამის დადასტურება უფრო სტატისტიკის დეპარტამენტს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუძლიათ. მაგრამ, რაც ჩვენ ” მარცვლეულის ასოციაციას” ველაპარაკეთ, დაახლოებით ამ რიცხვებზეა საუბარი. საკმაოდ იმედიანად არიან განწყობილები.

აქვე შემიძლია ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გვქონდა, ასევე მარცვლეულის მწარმოებლებსაც , შემდეგ შეხვედრა ერთობლივად გვქონდა, მეპურეებსაც შეხვდებიან. შემდეგ ერთობლივი შეხვედრა გვექნება. საითკენ მიმყავს ლაპარაკი: უახლოეს მომავალში შტაბი შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის მოსავლის აღება- დაბინავების, რეალიზაციის, პურის ფასის შენარჩუნების და ა.შ საკითხების მონიტორინგს. ვფიქრობთ, ეს ეფექტიანი იქნება. მონიტორინგი საშუალებას მოგვცემს ჩვენც და სხვა მწარმოებლებს (პური იქნება, მარცვლეულის წარმოება, თუ წისქვილკომბინატი) გაუგებრობები ,გარკვეულწილად , თავიდან ავიცილოთ. ურთიერთობები სწორად დავალაგოთ” – განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები