“ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, რომ ე.წ. აქტივისტებს დაერეკათ შეურაცხმყოფელი მოწოდებებით” – კობახიძე

“ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები მოწოდებით, რომ ე.წ. აქტივისტებს დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან, მათ შორის, შეურაცხმყოფელი მოწოდებებით”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ყველას მოვუწოდებ, ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტით. ნებისმიერი ასეთი აქტი, ზეწოლა არის აბსოლუტურად მიუღებელი როგორც ერთ მხრიდან, ასევე – მეორე მხრიდან.

ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომლებსაც შეიძლება, ისინი გეგმავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები