თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, დონალდ ტრამპის მრჩეველი შესაძლოა, ილონ მასკი გახდეს

თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, დონალდ ტრამპის მრჩეველი შესაძლოა, მილიარდერი ილონ მასკი გახდეს – ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპმა და მასკმა ისაუბრეს მილიარდერისთვის ფორმალური გავლენის მინიჭების გზებზე, საზღვრის უსაფრთხოებასა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე, ამასთან, განიხილეს იმიგრაციის, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების საკითხები.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს და ილონ მასკს თვეში რამდენჯერმე აქვთ სატელეფონო საუბარი და მათი შეხედულებები და ინტერესები ემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ მასკი ბოლო დროს ეკონომიკასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე საჯაროდ საუბრობს. მასკი და მილიარდერი ინვესტორი, ნელსონ პელცი ელიტარულ წრეებში კამპანიებს აწარმოებენ და ხალხს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელახლა არჩევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები