მაკა ბოჭორიშვილი: “გამჭვირვალობის კანონი” მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ “გამჭვირვალობის კანონი” მიღებულია იმ საჭიროებიდან, რაც ქართულ საზოგადოებაში არსებობს, რათა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, შეძლოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება.

„ეს კანონი მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი გაკეთდა, რათა კანონი იმ ჩარჩოებში ყოფილიყო, რაც შეუსაბამო ვერ იქნებოდა დემოკრატიული სამყაროსთვის. როცა აყენებენ ასეთ ულტიმატუმებს, რომ კანონი არ უნდა მიიღონ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რა გზა არსებობს სახელმწიფოს საჭიროებებიდან გამომდინარე კონკრეტული გამოწვევების საპასუხოდ, თუ არა კანონმდებლობის მიღება და პასუხი არსებულ გამოწვებებზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები