მაკა ბოჭორიშვილი: დამნაშავეების ციხიდან გამოშვებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს ევროკავშირში ინტეგრაციას და გამჭვირვალობამ შეუშალოს?

დამნაშავეების ციხიდან გამოშვებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს ევროკავშირში ინტეგრაციას და გამჭვირვალობამ შეუშალოს? ეს აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე, რომ ვიდრე ეს კანონი ძალაში იქნება, არ გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან.

„ეს პოზიცია მოვისმინეთ. საინტერესოა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების წინ აღმოჩნდა, თურმე დამნაშავეების ციხიდან გამოშვება ყოფილა აუცილებელი სტატუსის მისაღებად და ეს ასე ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის თუ დიპლომატისთვის მოხდა. გვარამიას ვგულისხმობ. თურმე, ახლა ხელის შემშლელი შეიძლება იყოს გამჭვირვალობა. ანუ, დამნაშავეების ციხიდან გამოშვებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს სტატუსზე თანხმობას, ევროკავშირში ინტეგრაციას და გამჭვირვალობამ ხელი შეუშალოს ევროკავშირში ინტეგრაციას? ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მით უმეტეს, როცა არავინ აკეთებს მითითებას, კონკრეტულად კანონის რომელი მუხლი და დათქმა ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები