შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის პირველი არ არის, რომ ევროკავშირი საქართველოს მიმართ იღებს უსამართლო გადაწყვეტილებას და ჩაგრავს ქართველ ხალხს

თუკი ყველა გააცნობიერებს, რომ ქვეყნები არიან დამოუკიდებლები და ყველა ხალხის ინტერესი არის მნიშვნელოვანი, მაშინ იწყება სერიოზული საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ თუ ჩვენს თავს არ ვეცით პატივი, არავინ გვცემს პატივს და ეს არის მთავარი თეზა, ნებისმიერი, იქნება ეს ადამიანის ინდივიდუალური წარმოჩენა თუ სახელმწიფოსი.

„თუკი ყველა გააცნობიერებს, რომ ქვეყნები არიან დამოუკიდებლები და ყველა ხალხის ინტერესი არის მნიშვნელოვანი, მაშინ იწყება სერიოზული საუბარი. ჩვენ თუ ჩვენს თავს არ ვეცით პატივი, არავინ გვცემს პატივს. აი, ეს არის მთავარი თეზა, ნებისმიერი, იქნება ეს ადამიანის ინდივიდუალური წარმოჩენა თუ სახელმწიფო იქნება.

რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივებს, ჩვენ რა სხვანაირი რამე გვქონდა? 2022 წლის ივნისს რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, როდესაც შემდეგ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდა დასკვნა ევროკომისიის, აღმოჩნდა, რომ ლიდერი ვართ. უკრაინასაც ვუსწრებთ, მოლდოვასაც და ოთხი თვის წინ რატომ არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი?! მე, პირადად, ნათქვამიც მაქვს, რომ ამის შემდეგ რამდენიმე ვიზიტი მქონდა ევროპულ დედაქალაქებში და რამ დამარწმუნა იცით? რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შორს იყო ყოველგვარი დამსახურებისა და კრიტერიუმებისგან და იყო სუფთა, წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. რატომღაც მიიღეს საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება და რაში დამარწმუნა – როდესაც სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის კოლეგებსა და სხვა პოლიტიკოსებს ვხვდებოდი, რომ ვეკითხებოდი, აბა რა იყო მიზეზი, ყველა სხვადასხვა მიზეზს მეუბნებოდა, რაც აჩვენებდა, რომ არ არსებობდა სინამდვილეში ერთი ახსნა ამ ყველაფრის და უფრო საბაბებს ეძებდა მერე ყველა, რომ გაემართლებინა ეს გადაწყვეტილება.

ამიტომ, ჩვენთვის ეს პირველი არ არის, რომ ევროკავშირი საქართველოს მიმართ იღებს უსამართლო გადაწყვეტილებას და ჩაგრავს ქართველ ხალხს. ჩვენ მაშინ მოგვიწია როგორც შინაარსობრივი შრომა, ისე პოლიტიკური ძალისხმევა დაგვჭირდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები