სლოვაკეთის მთავრობა: რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე, სამედიცინო კოლეგიის სხდომაზე დადასტურდა პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუმჯობესება“, – აცხადებენ ქვეყნის მთავრობაში.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს, მთავრობის გასვლითი სხდომის დროს მოხდა. თავდამსხმელი 71 წლის მწერალი, იურაი ცინტულაა, რომელსაც 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები