საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ანსამბლ „ბათუმის“ და ბერლინის საკვირაო სკოლის ბავშვებმა „მრავალჟამიერი“ შეასრულეს (ვიდეო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ანსამბლ „ბათუმის“ და ბერლინის საკვირაო სკოლის ბავშვებმა „მრავალჟამიერი“ შეასრულეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები