ლუკა კურტანიძე: რამაზ ნოზაძემ სიბინძურე და ტალახი თავისკენ ისროლოს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე მოჭიდავე რამაზ ნოზაძეს საკუთარი წარსულის კარგად გადახედვას ურჩევს. კურტაიძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. „ალბათ, ჯობია, რომ ბატონმა ნოზაძემ თავის წარსულს კარგად გადახედოს და კომენტარები, სიბინძურე და ტალახი თავისკენ ისროლოს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც რეალურად აფასებს სიტუაციას, შეუძლიათ, დიალოგის რეჟიმში გადავიდეთ. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ კონფლიქტის გაღვივებას უწყობენ ხელს, ალბათ, პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა კურტანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები