რამაზ ნოზაძე: კურტანიძე საერთოდ არ მაინტერესებს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე უბრალოდ ვალდებულია, რომ გადადგეს, – ამის შესახებ ვეტერანმა მოჭიდავემ რამაზ ნოზაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ფედერაციაში არსებული დაძაბულობა მოჭიდავეების შედეგებზე არ უნდა აისახოს. ნოზაძემ ყურადღება მომავალ ოლიმპიადაზეც გაამახვილა. “მე, იცით, რისი პრეტენზია მაქვს, რომ ჭიდაობის ფედერაცია დაღმავლობის გზაზეა?! თორემ არჩევნებში შეიძლება მეც ლუკა კურტანიძეს მივეცი ხმა, მინდორაშვილმაც და კიდე ბევრმა სპორტსმენმა. იმას რატომ არ კითხულობთ, რომ იმ ადამიანების 80 პროცენტი, ვინც ხმა მისცა მას, დღეს რატომ არის მისი წინააღმდეგი. მწვრთნელები გამოვიდნენ და კრიმინალში ამხილეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დალაგდეს სიტუაცია. ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი სტრატეგიული ნაკრებია. 2 წელში გვაქვს ოლიპიური ჩემპიონატი და ახლა კამათის დრო არ არის, კურტანიძე საერთოდ არ მაინტერესებს“, – განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები