კონგრესმენი ბილ კიტინგი: სავიზო შეზღუდვებისა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ განცხადება მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას კონგრესმენი ბილ კიტინგი ეხმაურება.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიანიშნებს აშშ-ის ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ.

“სავიზო შეზღუდვებისა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ განცხადება მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის”, – წერს კონგრესმენი.

ცნობისთვის, შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები