თეა წულუკიანი: არ მგონია, ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები

ვიცნობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია, რომ ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე საპასუხო რეაქციაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სახეზეა ტოტალური შეტევა.

„ვიცნობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია, რომ ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილება და ტოტალური შეტევა სახეზეა, რომ ეს კანონი როგორმე არ შევიდეს ძალაში და ვეტო არ გადაილახოს. მაგრამ ჩვენთვის უფრო დიდი სიკეთე ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და როგორმე ისეთი საშინელებების აცილებაა თავიდან, როგორიც არის საომარი დესტაბილიზაცია, როცა ასეთი არჩევანის წინაშე დგახარ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, რომ მივიღოთ ის ქართული კანონი, რომელიც სხვათა შორის, იმ ქვეყანაში, სადაც ახლა ვარ მე – საფრანგეთში ეს კანონი რეალობად იქცა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა მუხლი კიდევ მეტად დაიხვეწოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები