გამოცემა Politico-მ ოლივერ ვარჰეის მუქარასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია, სადაც თავდაპირველად ეწერა, რომ მან მოიბოდიშა, შემდეგ კი ტექსტი შეცვალა

გამოცემა Politico-მ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გაჟღერებული მუქარის შესახებ გავრცელებული განცხადების შესახებ სტატიაში ტექსტი შეცვალა.

კერძოდ, გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით – „ევროკომისარი უარყოფს, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაემუქრა“, თავდაპირველად ეწერა, რომ „ევროკომისარმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს განუცხადა, რომ „ძალიან ფრთხილად ყოფილიყო“.

ამჟამად, აღნიშნული ფორმულირებით ტექსტი აღარ იძებნება და სტატიაში ვკითხულობთ: „ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ მისი სიტყვები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით, კონტექსტიდან იქნა ამოღებული მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა თქვა, რომ ეს იყო ბოროტი შეთქმულების ნაწილი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები