შალვა ხაჭაპურიძე: გიული ალასანიას უნივერსიტეტის დაყადაღება რატომ გამორჩათ

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავ უწყებებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის საკუთრებაში არსებული „საქართველოს უნივერსიტეტი” უნდა დაეყადაღებინათ. განცხადება ამის შესახებ ადვოკატმა “რეპორტიორის” პრესკლუბში განაცხადა.
„თუ რამე იყო დასაყადაღებელი, ეს, პირველ რიგში, იყო სააკაშვილის დედის გიული ალასანიას უნივერსიტეტი. რატომ გამორჩათ, სიმართლე გითხრათ – არ ვიცი. ეს უნივერსიტეტი სააკაშვილის მმართველობის დროს შეიქმნა და გაძლიერდა. საზოგადოებამ კარგად იცის, რა თანხებით მოხდა ამ უნივერსიტეტის გარემონტება. ერთ ასეთ ფაქტს შეგახსენებთ – არსებობს ადამიანი, რომელსაც პატიმრობაში ყოფნისას ჩაარიცხვინეს სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის გასარემონტებლად ფული. ეს, შესაძლოა, თვით გიული ალასანიამაც არ იცოდეს, მაგრამ მე ვიცი, მე ვიცავდი ამ ადამიანს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, დედისა და ბებიის ქონება დაყადაღებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები