შავი ზღვის სანაპიროზე შტორმს ელოდებიან

აჭარაში ღამის საათებში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, შტორმი 5 ბალს მიაღწევს. მისი თქმით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და საჭიროებისთანავე სათანადო რეაგირებას მოახდენენ.
„გემთმფლობელებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ უკვე შევატყობინეთ და ვისაც სურს, შესაბამის ზომებს იღებს და იახტკლუბში შემოდის“,- განუცხადა “კვირას“ მამუკა თურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები