ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდება

ირანის კონსტიტუციის დამცველთა საბჭომ პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღად 28 ივნისი დაადგინა.

ამის შესახებ Mehr-ი საბჭოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

საბჭოს შესაბამისი თარიღი 20 მაისს ირანის ცესკომ შესთავაზა. ასევე, შეთავაზებულია კანდიდატების რეგისტრაცია 28 მაისამდე.

ირანის კონსტიტუციის 131 მუხლის მიხედვით, არჩევნები მოქმედი პრეზიდენტის დაღუპვის ან უუნარობის პირობებში, 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

19 მაისს ავიაკატასტროფაში იბრაჰიმ რაისის დაღუპვის შემდეგ, მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები