ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთათვის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთათვის ინფორმაციას ავრცელებს.~
როგორც უწყებაში განმარტავენ, საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თავისი თანხმობით ან თანხმობის გარეშე დარეგისტრირებულია ამა თუ იმ პოლიკლინიკაში შეუძლია,არასასურველი რეგისტრაცის გაუქმების მიზნით მიმართოს საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრს (ჯავახიშვილის N51ბ, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70ა, ბოჭორმის ქუჩა N8) და დარეგისტრირდეს მის მიერ შერჩეულ პოლიკლინიკასა თუ ამბულატორიაში.
“სასურველ პოლიკლინიკაში დარეგისტრირება ხდება სპეციალურად შემუშავებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსების საფუძველზე.რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ.იმ შემთხვევაში,თუ ბენეფიციარი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების(პოლიკლინიკის)მიერ დარეგისტრირებულია თავისი თანხმობის გარეშე,მას შეუძლია რეგისტრაცია მყისიერად გააუქმოს და ამისათვის უნდა მიმართოს არა პოლიკლინიკას,არამედ საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრს. ასევე კერძო სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტისას,იმისათვის,რომ დაზღვეულმა ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით,ცნობა სადაზღვევო კომპანიიდან უნდა წარადგინოს საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრში,ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ მისამართზე“-აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფრმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები