სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
ამის შესახებ ბანსკა-ბისტრიცაში რუზველტის სახელობის საავადმყოფოს ექიმების რელიზშია ნათქვამი, – წერს Aktuality.
“დღევანდელი კონსულტაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკურად მისი მდგომარეობა უმჯობესდება, ის საუბრობს, ნელ-ნელა იკლებს ანთება. პრემიერმინისტრი რჩება ჩვენი დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადეს ექიმებმა.
რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს, მთავრობის გასვლითი სხდომის დროს მოხდა. მის თავდამსხმელს, 71 წლის მწერალს, იურაი ცინტულას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.