IDF აცხადებს, რომ სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ მოკლული სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს

ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, სამხედროებმა ღაზის სექტორში სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.

მისივე თქმით, გარდაცვლილები არიან იცხად გელერენტერი, ამით ბუსქილა და შანი ლუკი.

ჰაგარი ამბობს, რომ ცხედრები ღამით სამხედრო და შინ ბეტის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს აღმოაჩინეს.

სამივე გარდაცვლილი 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს, რის შემდეგაც, უკან დახევის დროს მებრძოლებმა მათი ცხედრებიც გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები