საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისვლას გამოეხმაურა.
„არ მიიჩნევენ ამ ქვეყანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, სრულყოფილ სახელმწიფოდ.
ამიტომ აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ გამოვიდნენ და აქ საქართველოს მოსახლეობას ჯერ ნოტაცია უკითხონ, უგინონ თავისი სარწმუნოება და ამას ბნელი მომავლის საწინდარი უწოდონ. კიდევ ერთხელ გავახსენებთ, რომ სარწმუნოების გარეშე ვნახეთ გერმანიაში ფაშიზმი და ჩვენს ქვეყანაში კომუნიზმი. ერთი რამ გავიგოთ, თუ საქართველოს პატივს არ სცემს თვითონ ქართველი, რა თქმა უნდა, არასდროს არ სცემს მას სხვა პატივს და ყოველთვის იქნება მისთვის საქართველო არა როგორც სუბიექტი ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობების, არამედ ობიექტი, რომ ყველამ თავისი ინტერესები გაატაროს, მათ შრის, „ქართველის ხალხის სახელით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.