შარლ მიშელი: ზურაბიშვილთან და კობახიძესთან საუბარში გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, რომ გავაგრძელო ქართველების დახმარება ევროპული მომავლისკენ

European Council President Charles Michel holds a press conference, following European Union leaders summit, in Brussels, Belgium June 30, 2023. REUTERS/Johanna Geron

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„დღეს ტელეფონით პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად საქართველოში არსებული სიტუაცია განვიხილე, რასაც მოჰყვა ზარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, რომ გავაგრძელო ქართველების დახმარება ევროპული მომავლისკენ, მათ შორის დავეხმარო ყველა მხარეს ლეგიტიმური შეშფოთებების გადასაჭრელად“, – წერს მიშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები