ხელოვნური ინტელექტი Samsung S24 სერიის 2024 წლის მოდელებში

სულ ახლახან ოფიციალურმა სამსუნგმა S24 სერიის ახალი სმარტფონები წარმოადგინა:

  1. Samsung Galaxy S24
  2. Samsung Galaxy S24+
  3. Samsung Galaxy S Ultra

ახალი მოდელები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციურია და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს ფლობს. Galaxy AI აქ არის – ამ სიტყვებით გვაუწყა სამსუნგმა, რომ სამსუნგის მობილურ ტელეფონებში ახალი ეპოქა დაიწყო. მოდელების სანახავად შეგიძლიათ Extra-ს ეწვიოთ.

მაინც რა შეიცვალა Samsung S24 სერიის ახალ მოდელებში?

Galaxy AI – ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები

 ეს ტერმინი აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციას:

  • Circle To Google Search – ფუნქცია გეხმარება, მარტივად იპოვო ის რასაც ეძებ, ამისთვის შემოხაზე ფოტოზე შენთვის საინტერესო ობიექტი, Google-ის საძიებო ავტომატურად დაიწყებს ობიექტის მოძიებას და მოგაწოდებს ყველა სახის ინფორმაციას.
  • Live Translate – ნებისმიერ, შენთვის უცხო ენაზე ისაუბრებ ორმხრივად და პირდაპირ, ზარის განხორციელებით. ფუნქცია ავტომატურად გადაგითარგმნის შეტყობინებებსაც.
  • Note Assist – შეგიძლია ნოუთებში აკრიფო დიდი ტექსტი, Note Assist ფუნქცია კი შეაჯამებს და მოკლე ვარიანტს შემოგთავაზებს.
  • Photo Assist – ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ფუნქცია დაგეხმარება ფოტოების რედაქტირებაში. ამოჭრი ობიექტებს, შეუცვლი ფორმას, გადააადგილებ არასასურველ ობიექტებს და დარჩენილ სიცარიელეებს პროგრამა ამოავსებს იდეალურად.

რა შეიცვალა S24 სერიის კორპუსში

 Samsung Galaxy s24 სერიის მოდელებს დიზაინის კუთხით მცირე განახლებები აქვს. უფრო კონკრეტულად, სმარტფონის ჩარჩო Galaxy S24 Ultra-ს შემთხვევაში აგებულია ტიტანისგან, ხოლო S24 და S24+-ის ჩარჩოები დამზადებულია მაღალი ხარისხის  ალუმინისგან. ალუმინი ტელეფონს უფრო მსუბუქს ხდის.

რაც შეეხება Galaxy S24 Ultra-ს Gorilla Glass Armor-ის წინა და უკანა კორპუსს, მას 4-ჯერ უკეთესი წინააღმდეგობა აქვს ბზარების მიმართ. S24 და S24+-შემთხვევაში , სტანდარტული ეკრანის დაცვა Gorilla Glass დარჩა გამოყენებაში.

როგორ ფოტოებს იღებს ახალი S24 სერია?

Samsung S24 სერიის ახალი მოდელებით გადაიღებ ულამაზეს ფოტოებს და სელფებს, მათ შორის, სიბნელეშიც. არ მოგესმა, ახალ სერიაში ნებისმიერი მანძილიდან გადაღებული ფოტო მკაფიო და ნათელი გამოდის. ამიტომ, თუ ღამის ფოტოგრაფია გიტაცებს, Samsung-ის S24 სერია ნამდვილად მოგეწონება.

აქამდე გქონია შესაძლებლობა, რომ კადრი გადაღებამდე გაგეუმჯობესებინა? S24 სერია ხელოვნურ ინტელექტთან სინთეზით ამას შემოგთავაზებს და ნამდვილად გაოცდები.

თუ არჩევანს Samsung S24 სერიის სმარტფონზე შეაჩერებ, შენს ხელთ იქნება უამრავი მეგაპიქსელი, 8K რეზოლუცია, რომლითაც ძალიან მკვეთრ ვიდეოებს გადაიღებ, მზის სინათლესთან იდეალურად ადაპტირებადი ეკრანი 120 ჰერციანი განახლებით.

S24 სერიის მობილური ტელეფონები საინტერესოა მოთამაშეებისთვისაც, რადგან სამივე მოდელში ინტეგრირებულია გაუმჯობესებული და მძლავრი პროცესორი და ელემენტი.

აირჩიე ბუნებაში არსებული მინერალებით შთაგონებული ფერებიდან შენთვის საყვარელი ფერი – იისფერი, ყვითელი, შავი ან ნაცრისფერი, იყიდე შენთვის სასურველი მოდელი და შეაბიჯე მობილური AI-ის ეპოქაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები