ნინო წილოსანი: სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა და უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული პირველი წყაროდან

“დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა და უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული პირველი წყაროდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან” განაცხადა.

წილოსანმა საქართველოში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ობრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. ველოდებით ამ შეხვედრებს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა და უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული პირველი წყაროდან. უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის, ის სანახაობრივი სურათები, რომლებიც ხელოვნურად არის დადგმული და იგზავნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ნამდვილად არ ემსახურება სწორი ინფორმაციის გავრცელებას. პრემიერ-მინისტრმა ვფიქრობ ძალიან ნათლად ისაუბრა, თუ რა იქნება ჩვენი გზავნილები და თუნდაც ამ შეხვედრების ძირითადი სასაუბრო. ეს არის ამ კანონის აუცილებლობა, რომელიც სასესიო ფორმატში გადაინაცვლებს ხვალ იქნება მიღებული“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები