თბილისის სატრანსპორტო კომპანია: სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობა, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა, დეზინფორმაციაა.

“სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

თბილისის მეტრო მუშაობას და მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები