ომბუდსმენი საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების მიმართ სოციალურ ქსელებში მიმდინარე დევნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების მიმართ სოციალურ ქსელებში მიმდინარე დევნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს სახალხო დამცველი გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.