ვახო ხუზმიაშვილი – ნინო ჟიჟილაშვილს: შენი კოლეგა მიშა მშვილდაძე რასაც ახლა კადრულობს, კოლეგას როცა ემუქრება, ძალიან სირცხვილია და ეს გამოიწვიე შენ!

კოლეგას როცა ემუქრება მიშა მშვილდაძე, ძალიან სირცხვილია და ეს გამოიწვიე შენ, – ასე მიმართა „აჭარის ტელევიზიის“ წარმომადგენელმა ვახო ხუზმიაშვილმა „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინო ჟიჟილაშვილს პრემიერთან თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრაზე.

„ნინო, შენი კოლეგა მიშა მშვილდაძე რასაც ახლა კადრულობს, ძალიან უხერხულია. კოლეგას როცა ემუქრება, ძალიან სირცხვილია და ეს გამოიწვიე შენ! მიშა მშვილდაძემ უნდა ილაპარაკოს მერე მშვიდობაზე?!“, – განაცხადა ხუზმიაშვილმა და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ ტელეფონში მიშა მშვილდაძის შეტყობინება აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები