გაათავისუფლებენ თუ არა ლევან ჩაჩუას, 25 სექტემბერს გადაწყდება

25 სექტემბრის პროცესზე გაირკვევა დარჩება თუ არა პატიმრობაში ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა. ექსპერტების ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლა მოითხოვეს.
საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ ბრალდების მხარის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე დღე ითხოვა. 25 სექტემბერს მოსამართლე ნინო სანდოძე გამოიტანს გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მოხდება თუ არა ლევან ჩაჩუასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა.
ამის მოტივად მათ საქმეზე მიმდინარე ღონისძიების დასრულება დაასახელეს. ამასთან, მათივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის საფუძველზეც ჩაჩუა უნდა გათავისუფლდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათავისუფლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები