ალუდა ღუდუშაური: ახლა საშუალება მიეცათ პოლიტიკურ სვავებს, რომ ისარგებლონ ამ სიტუაციით როგორმე, ახალგაზრდებს აურიონ თავგზა და იქნებ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები დაიკმაყოფილონ
“ახლა საშუალება მიეცათ ამ პოლიტიკურ სვავებს, რომ ისარგებლონ ამ სიტუაციით როგორმე, ახალგაზრდებს აურიონ თავგზა და იქნებ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები დაიკმაყოფილონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია უსუსურია.
„არა მხოლოდ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, არამედ ამ წლების განმავლობაში ამ ხელმოცარულმა რადიკალმა ოპოზიციამ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა იმისა, თუ რატომ მტრობენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ისინი არიან უსუსურები, დეგრადირებულები და პრაქტიკულად, მოშლილ-მორღვეულები. ახლა საშუალება მიეცათ ამ პოლიტიკურ სვავებს, რომ ისარგებლონ ამ სიტუაციით როგორმე, ახალგაზრდებს აურიონ თავგზა და ამით იქნებ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები დაიკმაყოფილონ. საერთოდ სამარცხვინო არის მათი მოქმედება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.