გურამ მაჭარაშვილი: ვიხილეთ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, ეს ხალხი რევოლუციას აპირებს

”ხალხის ძალის” წევრი – გურამ მაჭარაშვილი რუსთაველზე გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„კანონპროექტის განხილვის შემდეგ ვიხილეთ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, ეს ხალხი რევოლუციას აპირებს და იყო პირდაპირი მცდელობა“,- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ. გვიან ღამით, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 63 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები