დღეს პარლამენტში “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება

დღეს საკანონმდებლო ორგანოში “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება. დეპუტატები “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას რამდენიმე საათში გააგრძელებენ.

სესია 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

დოკუმენტის მუხლობრივი განხილვა გუშინ, 20:00 საათზე, რეგლამენტით დადგენილ დროს დასრულდა.

 

ამ ეტაპზე, 11 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ სამ მუხლზე მსჯელობა დასრულდა.

კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად, იურიდიულ კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. რეზონანსული კანონპროექტის დამტკიცების სავარაუდო თარიღად 17 მაისი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები