მამუკა მდინარაძე: დიდი სიამოვნებით დაველოდები, რა სანქციას დამადებენ

“მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირების და მხარდაჭერისთვის რომ კანონმდებელს დაასანქცირებენ”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, ელოდება თუ არა ის ევროპელი პარტნიორებისგან სანქციებს.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მდარე სპეკულაციაა.

„დიდი სიამოვნებით დაველოდები, რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით. ეს დემოკრატია კი არ არის, არის ისეთი მდარე სპეკულაცია, რომელსაც ანალოგი დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროში არ აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები