„ხელოვნების სახლში“ სასწავლო პროცესი განახლდა – სახლმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა (ვიდეო)

  „ხელოვნების სახლში“ სასწავლო პროცესი განახლდა და დღეს პირველი გაკვეთილიც ჩატარდა. როგორც „კვირას“ ,,ხელოვნების სახლის“ ხელმძღვანელმა ანი ჩანგიანმა განუცხადა, „ხელოვნების სახლმა“ საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ სოციალურად დაუცველი ბავშვები მოიწვია და შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში მოძრაობის თეატრის მსახიობებმა თეატრალიზილებული სკეტჩი წარამოადგინეს.
„მოვიწვიეთ „ჩემი სახლის“ სოციალურად დაუცველი ბავშვები. მათთან ერთად გაიმართა ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების სახლს ესტუმრა მოძრაობის თეატრი. მათ ე.წ. ოჩო ფეხის მონაწილეობით პატარა თეატრალიზილებული სკეტჩი წარვუდგინეთ. საღამო შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა. ბავშვებს აუხსენეს, თუ რას ნიშნავს მოძრაობის თეატრი. აღსაზრდელებს მათთან გასაუბრებისა და კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ“, – განაცხადა ანა ჩანგიანმა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.
„ხელოვნების სახლში“ გამოყენებითი ხელოვნების საგნები ისწავლება, სადაც ბავშვები 6 წლიდან მიიღებიან. როგორც “ხელოვნების სახლის“ ხელმძღვანელმა განმარტა, ისინი სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და საზოგადოებრივ ღონისძიებებს ახორციელებენ, ასევე ხშირად მართავენ გამოფენებსა და ჩვენებებს.
რაც შეეხება უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს, „ხელოვნების სახლი“ ოქტომბრის ბოლოს ჩვენებას აზერბაიჯანში მოაწყობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vtSA0maUCiA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები